ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების განხილვის მიზნით, ხარაგაულის მერმა დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.
კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე მერის მოადგილეების მხრიდან სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
როგორც თათბირზე აღინიშნა, სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის სამშენებლო მასალების შესყიდვის მიზნით ხარაგაულის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მარტში დასრულდება.
"ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებს ინფორმაციის იმ ოჯახებამდე მიტანა დაავალა, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში არიან.
მერის წარმომადგენელებისგან მიღებული ინფორმაციით გამოიკვეთა, რომ სოფლებისთვის პრიორიტეტად კვლავ მეწყერისგან დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების აქტიური კონტროლი რჩება.
ხარაგაულის მერმა დავალება გასცა, დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების ჩართულობით და მუნიციპალური ტექნიკის დახმარებით სამუშაოები გაგრძელდეს და პრობლემების ადგილზე ლოკალიზება მოხდეს,"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თათბირს მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ.