რეკლამა

ვანში, ჭადრაკში შეჯიბრი გაიმართა

ვანში, ჭადრაკში შეჯიბრი გაიმართა

 ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჭადრაკში ნინო ხურციძის მემორიალი 2024 ჩატარდა. მასში მონაწილეობა 11 მუნიციპალიტეტის 180-ზე მეტმა მოჭადრაკემ მიიღო.

ტურნირს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი,  მოადგილე ვლადიმერ ხელაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- გიორგი ივანიაძე, ასევე, საპატიო სტუმრები: ალექსანდრე არსენიძე -იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი, ინგა არსენიძე, ნინო ხურციძის მშობლები და შვილი ესწრებოდნენ. 

ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც ფულადი პრიზები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

გამარჯვებულები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:

8  წლამდე ასაკის გოგონათა შორის:
 Ι.       ნია კვარაცხელია 
Ι Ι.     ნოა ხოტოველი
Ι Ι Ι.  ელენე ნოზაძე

8  წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის: 
Ι.     ლაზარე ქვაჩაკიძე
Ι Ι.   გიორგი ნემსიწვერიძე
Ι Ι Ι. გიორგი ონიანი

10  წლამდე ასაკის გოგონათა შორის:
  Ι.    მართა დოგრაშვილი
Ι Ι.    ნინო შურღულაია
Ι Ι Ι. ლილე ბერიშვილი

10   წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის:
Ι.     გიორგი წულაია
Ι Ι.   ლუკა სახოკია
Ι Ι Ι. ლუკა ნემსიწვერიძე 

12  წლამდე ასაკის გოგონათა შორის:
Ι.     ანასტასია ქუთათელაძე
Ι Ι.  ანასტასია ჭიჭინაძე
Ι Ι Ι . ნინო ლიპარტია

12  წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის: 
Ι.    ლუკა გოგავა
Ι Ι.  რევაზ ცივაძე
Ι Ι Ι. გაბრიელ სახელაშვილი

  ღია ტურნირის გამარჯვებულები:
 Ι. გიორგი ტყეშელაშვილი
 Ι Ι. გიორგი ნაყოფია
 Ι Ι Ι. მალხაზ ერაძე

 აღნიშნული მემორიალი ვანში 2019 წლიდან იმართება ნინო ხურციძის ხსოვნის პატივსაცემად და მასში ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი მოთამაშე მონაწილეობს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები