TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის სასამართლომ მაღაროელები პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის სასამართლომ მაღაროელები პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის სასამართლომ მაღაროელები პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელიდან ორს 6 წლითა და 3 თვით, ორს კი 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას „მაღაროელი“ ავრცელებს.

კერძოდ, მოსამართლემ დაკავებულ მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს 6 წლისა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თენგო გველესიანსა და არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წლითა და 3 თვით.

ცნობისთვის, შემთხვევა ჭიათურაში მაღაროსთან 28 აპრილს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu