TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათში, კურორტ საირმის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ბაღდათში, კურორტ საირმის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ბაღდათში, კურორტ საირმის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ბაღდათში, კურორტ საირმის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

”შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა,”-ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu