რეკლამა

ხონის მერმა თეატრალებს პროფესიული დღე მიულოცა

ხონის მერმა თეატრალებს პროფესიული დღე მიულოცა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ  ხონელ მსახიობებსა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებს  ქართული თეატრის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის თეატრალური დასი, უდიდესი ისტორიის მქონე ხონის თეატრალური ცხოვრება, თქვენს მიერ შექმნილი პერსონაჟები, სპექტაკლები, თქვენი შრომა და ღვაწლი დიდი საჩუქარია ჩვენი ხონისთვის და, არამარტო,  ქვეყნის კულტურული ცხოვრების ფერხულში ხართ და ამით ვამაყობთ ყველანი. გილოცავთ ქართული თეატრის დღეს და წარმატებულ მოღვაწეობას გისურვებთ!,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში სახელდახელოდ მომზადებული პერფორმანსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ხონის  სასულე ორკესტრი,  იუმორისტული ჯგუფი  "იპოლიტელები", ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "იმერი" და ხონის თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები