"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, თავის მოადგილესთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ვანის მერიის ინფორმაციით, დღეს შეხვედრა გაიმართა მუქედის, ციხესულორის, გადიდის და ზედა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
"გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პრიორიტეტული იყო.
ესენია: შიდა საუბნო გზები, გარე განათება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, მინი სტადიონი და სოფელ ზედა ვანში საბავშვო ბაღისთვის წყლის სისტემის მოწყობა,"-აცხადებენ ვანის მერიაში.