რეკლამა

სტიქიის შედეგად თერჯოლის სოფელი გოგნი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

სტიქიის შედეგად თერჯოლის სოფელი გოგნი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

28 ნოემბრის სტიქიამ თერჯოლა-ტყიბულის საზღვართან, წინწკილის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრო ენერგიის გადამცემი სისტემა დააზიანა, რის შემდეგაც ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფელ გოგნს.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობს დაზიანებულ  მონაკვეთამდე მისასვლელი  გზის გაწმენდითი სამუშაოები.  მობილიზებულია  ასევე მობილური ჯგუფები სივრცის გასაწმენდად, რის შემდეგაც მოხდება ელექტრო გადამცემი ქსელის აღდგენის სამუშაოები. 

   სტიქიამ  მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურაც დააზიანა-ჩარეცხილია სოფლის საუბნო გზები. ამ დროისათვის უკვე აღმოფხვრილია სტიქიისგან გამოწვეული პრობლემა  სოფელ თუზში, სადაც ფერდობიდან ჩამოსულმა მიწის მცირე მასამ დროებით ჩაკეტა მოძრაობა ცინაძეების საუბნო გზაზე.   

უხვად მოსულმა წვიმამ ასევე დატბორა რამდენიმე ოჯახის პირველი სართულები. 
თერჯოლის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები