TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში მეეზოვის დღე აღინიშნა

ქუთაისში მეეზოვის დღე აღინიშნა

ქუთაისში მეეზოვის დღე აღინიშნა

ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა.

ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული დღე  ა(ა)იპ  „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს მიულოცეს და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

„მეეზოვის დღე მივულოცეთ  „სპეციალური სერვისების“  თანამშრომლებს.  რთული და საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ ამ ადამიანებს- მათზეა დამოკიდებული ჩვენი ქალაქის სისუფთავე და იერ-სახე. ისინი ყველაზე ადრე იწყებენ საქმიანობას და ყველაზე გვიან ამთავრებენ. ქალაქის სისუფთავეზე  ყოველდღიურად „სპეცსერვისების“  400-მდე თანამშრომელი ზრუნავს.

 ახლა, როცა ქუთაისში მიმდინარეობს ეკო სმარტ ქალაქის ტრანსფორმაციის პროექტი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალაქში სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნას და ამ პროცესში დასუფთავების სფეროს წარმომადგენლების თანადგომა აუცილებელი პირობაა.

მადლობა მათ,  ქალაქის მოვლასა და ზრუნვაში შეტანილი დიდი წვლილისთვის!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu