TOPNEWS » მთავარი თემა » წლის ბოლოს ჭიათურას განახლებული თეატრი ექნება

წლის ბოლოს ჭიათურას განახლებული თეატრი ექნება

წლის ბოლოს ჭიათურას განახლებული თეატრი ექნება

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება წლის ბოლოს იგეგმება.

თეატრს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამიტომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ისტორიული იერსახის სრული შენარჩუნებით.

“თუ რამე საამაყო გვაქვს ჭიათურაში, უპირველესად ეს არის ჩვენი 130 წლის თეატრი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად სრული ტემპით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, წლის ბოლოს  ჩვენ გვექნება განახლებული, თანამედროვედ აღჭურვილი კულტურის ეს უნიკალური სივრცე.

სარემონტო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფონდის დაფინანსებით განხორციელდება,”-ამბობს გივი მოდებაძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu