ხარაგაულში, კახორის მთაზე, წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კახორის მთაზე, წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ბეტონის საფარის მოწყობის შედეგად, მომლოცველებსა და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, სალოცავამდე უსაფრთხოდ და კომფორტულად მივიდნენ.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებზე დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.
კახორის წმინდა სალოცავამდე მისასვლელი გრუნტის გზა გადაადგილებაში პრობლემას ქმნიდა, განსაკუთრებით კი უამინდობისას და რელიგიური დღესასწაულების დროს, როდესაც მომლოცველების ნაკადი საგრძნობლად იზრდებოდა.
28 ივლისს, კახორობის დღესასწაულზე, მომლოცველები სალოცავამდე მისასვლელად განახლებული გზით ისარგებლებენ.





