TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში გმირების დედებს დედის დღე მიულოცეს

ვანში გმირების დედებს დედის დღე მიულოცეს

ვანში გმირების დედებს დედის დღე მიულოცეს

დედის დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრნენ. დედის დღე მიულოცეს გმირი ვაჟკაცების დედებს და ყვავილები და საჩუქრები გადასცეს მათ.

"ჩვენი ქვეყნის ისტორია სავსეა თავდადების, გმირობისა და გამძლეობის მაგალითებით. ყველა დედას ვუსურვებთ მშვიდობას, სიხარულს, სამშობლოს ერთგული და საამაყო შვილების აღზრდას, ბედნიერ დედობას. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!,"-აცხადებენ ვანის მერიაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu