TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერი-ლენტეხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა-აკრძალულია მოძრაობა

ცაგერი-ლენტეხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა-აკრძალულია მოძრაობა

ცაგერი-ლენტეხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა-აკრძალულია მოძრაობა

ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მეწყერია.

"მოსახლეობის საყურადღებოდ!

წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო (წვიმა, სეტყვა) ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კერძოდ (ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე) რამდენიმე ადგილზე გამოიწვია მეწყრული პროცესი, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე საათით ჩაკეტილია.

ადგილზე მყისიერად მოხდა ტექნიკის მობილიზება და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

სტიქიის ადგილზე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე იმყოფებიან.

მოსახლეობას გთხოვთ, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში თავი შეიკავოთ ამ მიმართულებით გადაადგილებისგან,"-აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu