TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათის სოფელ ხანში მდინარეში წყალი დაგუბდა

ბაღდათის სოფელ ხანში მდინარეში წყალი დაგუბდა

ბაღდათის სოფელ ხანში მდინარეში წყალი დაგუბდა

ბაღდათის სოფელ ხანში, საავტომობილო გზიდან მოწყვეტილი მასა მდინარეში ჩავიდა, რამაც მდინარე ხანისწყალში წყლის დაგუბება გამოიწვია.

როგორც ახალი ამბების სააგენტო top-news.ge-სთვის გახდა ცნობილი, ადგილზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომელთაც შეისწავლეს ტერიტორია და მათი რეკომენდაციების საფუძველზე, ასევე მოხდა მდინარე ხანისწყლის პირას მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება. 

“გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდათში, სოფელ ხანში დაგუბდა წყლები, რომელიც შესაძლოა საშიშროებას უქმნიდეს ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ასევე ხანის წყლის პირას მცხოვრებ მოქალაქეებს, თუმცა საშიშროების დონე მინიმალურია და არ არის საგანგაშო მდგომარეობა, მოსახლეობას მოუწოდებენ სიმშვიდისკენ, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე მობილიზებულია და ფაქტი ექვემდებარება კონტროლს,”-ნათქვამია “ინფო ბაღდათი”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu