რეკლამა

ხარაგაულის მერი: სოციალური პაკეტები მაქსიმალურად უნდა შეეხოს მოქალაქეებს, ხოლო საახალწლო დახმარებისთვის ბენეფიციარების იდენტიფიცირება დროულად და ზუსტად უნდა განხორციელდეს

ხარაგაულის მერი: სოციალური პაკეტები მაქსიმალურად უნდა შეეხოს მოქალაქეებს, ხოლო საახალწლო დახმარებისთვის ბენეფიციარების იდენტიფიცირება დროულად და ზუსტად უნდა განხორციელდეს

ხარაგაულის მერის ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე წლის მთავარი პროექტები შეაჯამეს და ზამთრის გამოწვევებზე იმსჯელეს. 

მერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ რეგიონალური განვითარების ფონდიდან (რგპფ) მიმდინარე წელს ხარაგაულში 10 მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდა.

კობა ლურსმანაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის და სტიქიის ფონდის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად აძლიერებს მუნიციპალიტეტის განვითარებას და მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს. 

ზამთრის გამოწვევებთან დაკავშირებით, მერმა განაცხადა, რომ სათბობი შეშის მიწოდება უკვე დაწყებულია, ხოლო პრიორიტეტი მიენიჭება იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

თათბირზე ასევე განიხილეს სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა:

გზები, წყალი, ელექტროენერგია  და ბუნებრივი აირი -იმ სოფლებში, სადაც აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომია, ზამთრის პერიოდში შეუფერხებლად უნდა ფუნქციონირებდეს.

მერმა ხაზი გაუსვა, რომ სოციალური პაკეტები მაქსიმალურად უნდა შეეხოს მოქალაქეებს, ხოლო საახალწლო დახმარებისთვის ბენეფიციარების იდენტიფიცირება დროულად და ზუსტად უნდა განხორციელდეს. 

ხარაგაულის მერია მზადაა, ზამთრის გამოწვევებს ეფექტურად გაუმკლავდეს და მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს. 

წარმომადგენლებთან გამართულ თათბირს მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი, ესწრებოდნენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები