რეკლამა

ქუთაისელმა ბესიკ ადამიამ გიორგი გახარიას ჰალსტუხი აჩუქა

ქუთაისელმა ბესიკ ადამიამ გიორგი გახარიას ჰალსტუხი აჩუქა

ბესიკ ადამიამ, რომლის ინიციაიტივით ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე "მშვიდობის ბურთი" განთავსდა, ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას ჰალსტუხი აჩუქა. 

"ჩემი საავტორო "მშვიდობის ჰალსტუხი" ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთს შორის, განსაკუთრებით საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, მშვიდობას უსურვებს! ბესიკ ადამია "მაღვიძარა" ქუთაისიდან (ცნობისათვის, მშვიდობის საჩუქარი საქართველოში ბევრ პოლიტიკოსს გავუგზავნე, ერთ-ერთი უკვე ჩავიდა გაეროშიც (აშშ). ის მშვიდობისათვის აღიარებებს ჰპოვებს). დიდი მადლობა დამზადებაში დახმარებისა და მხარდაჭერისათვის ჩემს ერთგულ მეგობრებს,"-წერს ადამია.

მშვიდობის ჰალსტუხზე გაეროს 6 ენის ქვემოთ, მშვიდობა ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე წერია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები