ბრენდი, რომელიც ერთი წლის წინ, ქუთაისში მომხმარებლის სიყვარულით შეიქმნა, კვების ბაზარზე ღირსეულ ადგილს იკავებს და გამორჩეული გემოს მქონე პროდუქტებით იგივე მომხმარებელს ანებივრებს.
„მათშაურმა“-შაურმა ნაკვერჩხალზე, შაურმის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის კარგად ნაცნობი, სანდო და საყვარელი პროდუქტია.
„მათშაურმა“-ს შემქმნელები სიძე-ცოლის ძმა, ბექა კიკვაძე და რამაზ ჭრელაშვილი არიან. როგორც ისინი „ბიზნეს Time” -ს უყვებიან, მათი მთავარი მიზანი იმგვარი პროდუქტის შექმნა იყო, რომელიც მომხმარებლის სიყვარულს, ნდობას დაიმსახურებდა და შაურმის მოყვარულებისთვის ქუთაისში ერთ-ერთი საყვარელი, კომფორტული და სასიამოვნო სივრცე იქმნებოდა.
„მათშაურმა“-ს უკან დიდი შრომა დგას. თავიდან, როდესაც, პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მე და ბექას ყველაფრის კეთება თითქმის მარტოს გვიწევდა. ვმუშაობდით როგორც სამზარეულოში, ასევე, დისტრიბუციასა და მიტანის სერვისზე. როდესაც საქმეს გულით, დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით აკეთებ, ცხადია შრომა გიფასდება. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა-მოხმარებელმა შეგვიყვარა და მიგვიღო. ახლა უკვე გავიზარდეთ, დავიმატეთ ახალი თანამშრომლები. „მათშაურმა“ ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ გაუღიმონ, ასიამოვნონ და თავი კიდევ უფრო მეტად შეაყვარონ ჩვენს მომხმარებელს. მათე ჩემი შვილის სახელია. „მათშაურმა“ ბრენდს სწორედ აქედან გამომდინარე დავარქვი და მასზე, როგორც საკუთარ შვილსა და ნაწილზე, ისე ვზრუნავ,“- ამბობს რამაზ ჭრელაშვილი.
„ერთი წლის წინ, როდესაც „მათშაურმა“ გავხსენით, გვქონდა ასეთი აქცია: ობიექტზე შემოსული ნებისმიერი მსურველისთვის შაურმა უფასო იყო. ჩვენ ღია ვართ მომხმარებლისთვის. გვინდოდა ჩვენი შაურმა დაეგემოვნებინათ და მათი ობიექტური შეფასებები მოგვესმინა. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და გვახარებს, რომ მხოლოდ კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს. ვცდილობთ, ბაზარზე ჩვენი, გამორჩეული ნიშა გვქონდეს. ნაკვერჩხალზე მომზადებული შაურმის გარდა, ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ შაურმა მდნარი ყველით. გვაქვს ასევე ნატურალური წვენების მრავალფეროვანი არჩევანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი პროდუქტი მზადდებოდეს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ინგრედიენტებით. ხშირად არის შემთხვეები, როდესაც მომხმარებელი ქვენის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულა. მაგალითად, იყვნენ გორიდან და ბათუმიდან. „ამხელა გზა იმისთვის გამოვიარეთ, ნაკვერჩხალზე დამზადებული თქვენი შაურმა უნდა გავსინჯოთო“ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მოტივაციაა, რაც კიდევ უფრო მეტის კეთების დიდ სურვილს გვიჩენს,“-ამბობს ბექა კიკვაძე.
„მათშაურმა“ ერთი წლის იუბილეს აღსანიშნავად განსაკუთრებულად ემზადება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კომპანია კვირეულს აანონსებს. კვირეულის ფარგლებში, მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაც გაიმართება, რომელიც სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში ერთვებიან ცნობადი სახეებიც.
„მალე გამოვაცხადებთ იმ ღონისძიებებს, რომელსაც ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით ვგეგმავთ. გეტყვით, რომ ბევრ სიურპრიზს და სასიამოვნო სიახლეს გპირდებით. მადლობას გიხდით ნდობისა და ერთგულებისთვის და ტრადიციულად, შაურმის მოყვარულებს, შაურმის ნამდვილი გემოს გასაცნობად გეპატიჟებით ქუთაისში, აღმაშენებლის 72 ნომერში,“-აცხადებენ „მათშაურმა“-ში.
Topnews.ge-ს ახალი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად: "ბიზნეს Time"-წარმატებული ბიზნესის ანატომია. პროექტის ფარგლებში, სააგენტოს გუნდი მოგიყვებათ ყველა იმ ბიზნესის შესახებ, რომელმაც შრომისმოყვარეობით და გუნდურობით ბაზარზე თავისა და სახელის დამკვიდრება შეძლო.
თუ თვლით, რომ ხართ ბიზნესი, რომელსაც საზოგადოება მეტად უნდა იცნობდეს, თუ თვლით, რომ თქვენი ისტორია სხვებისთვის მაგალითისა და მოტივაციის მიმცემი იქნება, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 598 38 27 60.
Topnews.ge-ბიზნესის მეგობარი!