რეკლამა

"საქკაბელმა" ზესტაფონში 35 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

"საქკაბელმა" ზესტაფონში 35 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

ზესტაფონში კომპანია „საქკაბელმა“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, გადაიარაღებული საწარმოო სივრცე და ახალი შოურუმი გახსნა. 

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, აგრეთვე საჯარო, საბანკო, ელექტროინდუსტრიაში არსებული კომპანიების პარტნიორები და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქკაბელმა“ „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს უნივერსალის პროგრამის მხარდაჭერით, სესხის პროცენტის სუბსიდირებით ისარგებლა. კომპანიამ საწარმოში მანქანა-დანადგარები განაახლა და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი სოლარ კაბელების წარმოება დაიწყო. საწარმომ ხარისხის ევროპული სერტიფიკატი აიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ „საქკაბელის“ წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს. 

ინვესტიციის შედეგად კომპანიაში 35 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

ბიზნეს ურთიერთობის განვითარების ხელშემწყობი კონფერენციის დასრულების შემდეგ „საქკაბელს“ შემოსავლების სამსახურისგან ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. აღნიშნული სტატუსი კომპანიას ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს აძლევს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები