ავიაკომპანია Wizz Air 2012 წლიდან, საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
იღბლიანი მგზავრი საბა ადამაძეა, რომელიც საქართველოში სალონიკიდან ჩამოფრინდა. აღმოჩნდა, რომ საბასთვის ეს პირველი მგზავრობა იყო. ის 1 კვირით იმყოფებოდა ათონის მთაზე.
საბამ ავიაკომპანიისგან სამოგზაურო ვაუჩერი და სხვა სიმბოლური პრიზები მიიღო.
Wizz Air ამჟამად ოპერირებს სამი A321 ტიპის ავიახომალდით, რომელიც ახორციელებს 28 რეისს 16 ქვეყნის მიმართულებით. ავიაკომპანია 2017 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2023 წელსაც ბაზრის ლიდერია.