რეკლამა

ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ავალიშვილების და სერის უბნის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ავალიშვილების და სერის უბნის  გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ავალიშვილების და სერის უბნის  გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

რეგიონული პროექტების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული 2024-2025-2026 წლების გარდამავალი პროექტის  საერთო ღირებულება-1 080 000 ლარია, მათ შორის 2024 წლის წილი - 400 000 ლარის სამუშაოები უკვე  შესრულებულია. 

"დაგეგმილია, წელს პროექტის ყველა ეტაპი, სრულად, წინსწრებით დასრულდეს.

საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფელ ვარძიაში ბეტონის საფარი გზის 3 734  მეტრ მონაკვეთზე დაიგება.   

𝟮𝟬𝟮𝟰 წელს  ხარაგაულის მერიამ   𝟲 𝟬𝟱𝟭 𝟮𝟳𝟭 ლარის ღირებულების 𝟮𝟴 ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. 

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიებთან წარმოებული სწორი და ეფექტური მენეჯმენტის შედეგად, დაახლოებით 𝟯 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც 𝟮𝟬𝟮𝟱 წელს უნდა განხორციელებულიყო წინსწრებით შესრულდა. 

საერთო ჯამში, ხარაგაულის მერიამ  𝟵 მილიონი ლარის სამუშაოები განახორციელა,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები