რეკლამა

ვანში მინი ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა

ვანში მინი ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა

2 აპრილს, ქალაქ ვანში იმერეთის ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა ჩემპიონატი მინი ფეხბურთში.

შეჯიბრში მონაწილეობა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის  ვაჟთა გუნდებმა მიიღეს. საფინალო თამაშები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და  გამოვლინდა გამარჯვებული - ქუთაისის N21 საჯარო სკოლა. მეორე ადგილზე ბაღდათის, ხოლო მესამე ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვაჟთა გუნდები გავიდნენ.

გამარჯვებულებს თასი, მედლები და სიგელები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილემ ვლადიმერ ხელაძემ ორგანიზატორებთან ერთად გადასცეს.
 
ვანის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებულ გუნდს და მწრთვნელს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები