რეკლამა

ამბროლაურში ბაზრის ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება

ამბროლაურში ბაზრის ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება

ამბროლაურში სადგურის ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.

აღნიშნულთან  დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სადგურის ტერიტორიაზე კომერციულ ფართებს ფლობენ.

შეხვედრაზე დამსწრე პირებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის და იერსახის მოწესრიგების მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო რენდერი (ვიზუალიზაცია) წარუდგინეს.

"სამუშაოები მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდება. მოხდება სადგურისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და არსებული შენობების იერსახის მოსრიგება, ასევე ტერიტორიის გამწვანება და დეკორატიული სანათების მოწყობა,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები