საჩხერის მერია მოსახლეობას მიმართავს

საჩხერის მერია მოსახლეობას მიმართავს

საჩხერის მერია ქალაქში ვანდალური ფაქტების გახშირებაზე საუბრობს. 

"აღნიშნული ფაქტების სიმრავლე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველგვარ ზღვარს გასცდა. გახშირდა  ინფრასტრუქტურის განადგურების შემთხვევები. დასასვენებელ სივრცეებში, სკვერებში, სპორტულ მოედნებზე, საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ადგილებში დაზიანებულია ძელსკამები, საბავშვო-გასართობი მოწყობილობები, კედლები და სხვა სახის ინფრასტურქტურა.   
  
აღნიშნული სივრცეების მოწყობაზე დიდი თანხებია გახარჯული, როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან.  აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ინფრასტრუქტურული თუ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის მშენებლობა სწორედ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი მოთხოვნით არის განხორციელებული. გაკეთებიდან მცირე ხანში ხდება აღნიშნული ობიექტების განადგურება ისე, რომ პირვანდელ დანიშნულებას ვეღარ პასუხობს. 

 საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოგმართავთ თხოვნით გავუფრთხილდეთ საზოგადეობრივი დანიშნულების ობიექტებს. ეს ხომ ჩვენია და ჩვენთვისაა,"-აცხადებენ საჩხერის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები