TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „Huawei ICT” აკადემია გაიხსნება და უნივერსიტეტი ეტაპობრივად ჩამოყალიბდება რეგიონში ტექნოლოგიურ ჰაბად

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „Huawei ICT” აკადემია გაიხსნება და უნივერსიტეტი ეტაპობრივად ჩამოყალიბდება რეგიონში ტექნოლოგიურ ჰაბად

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „Huawei ICT” აკადემია გაიხსნება და უნივერსიტეტი ეტაპობრივად ჩამოყალიბდება რეგიონში ტექნოლოგიურ ჰაბად

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და „Huawei“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში KIU გახდება პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის – „Huawei ICT‘‘ აკადემია გაიხსნება და უნივერსიტეტი ეტაპობრივად ჩამოყალიბდება რეგიონში ტექნოლოგიურ ჰაბად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და კომპანია „Huawei‘‘-ს თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ლუ პენგჰონგმა.

მემორანდუმის ფარგლებში,  სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სტაჟირება „Huawei‘‘-ს გლობალურ კომპანიაში, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu