TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ოჯახი გოგონას ეძებს, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ

ქუთაისში ოჯახი გოგონას ეძებს, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ

ქუთაისში ოჯახი გოგონას ეძებს, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ


ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ეძებენ, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა. 

“ოჯახი ვეძებთ 1993 წლის 19 თებერვალს დაბადებულ გოგონას, რომელიც გარდაცვლილი გვეგონა. დედამ იმშობიარა სახლში, 7 თვეზე. სასწრაფომ გადაიყვანა წყალტუბოს გადასახვევთან სამშობიაროში. 3 დღის შემდეგ მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა და დაასაფლავებდნენ საავადმყოფოს სასაფლაოზე. 

რამდენიმე ხნის წინ ნათესავმა მითხრა, რომ ქუთაისში ჭავჭავაძეზე დამინახა. დედას ნათქვამი ჰქონდა: გოგონა დავინახე საოცრად გგავდაო, მაგრამ საზღვარგარეთ იყავი, ვიცოდი და მონატრებას დავაბრალე, გავქვავდი, ვერ მივედიო. ჩემმა მამიდაშვილმა კი მითხრა, რომ 25 ნომერში მნახა და გაბრაზებული იყო, რატომ არ მივესალმე. 

მოკლედ მივიდა დედა იუსტიციაში, სადაც უთხრეს, რომ მასზე მხოლოდ 2 მშობიარობა ფიქსირდება, 3/ის ნაცვლად. შესაბამისად ბავშვის გარდაცვალება არ ფიქსირდება! გავიკეთებთ დნმ-საც. მეტი არ ვიცით რა გავაკეთოთ,”-წერს მირანდა მანაგაძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu