TOPNEWS » მთავარი თემა » ზაზა ფაჩულია ამბროლაურში ახალგაზრდა კალათბურთელებს შეხვდა

ზაზა ფაჩულია ამბროლაურში ახალგაზრდა კალათბურთელებს შეხვდა

ზაზა ფაჩულია ამბროლაურში ახალგაზრდა კალათბურთელებს შეხვდა

ამბროლაურის სპორტსკოლას საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია ესტუმრა.

სპორტკომპლექსი კალათბურთელმა მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად დაათვალიერა.

ზაზა ფაჩულია ასევე, ახალგაზრდა კალათბურთელებს შეხვდა, მათ შეკითხვებს უპასუხა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მომავალში წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის, გასულ წელს ამბროლაურში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორცილდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა პორტული დარბაზის იატაკის რეაბილიტაცია, ახალი საშხაპეების მოწყობა, ბეტონის კედლისა და მიმდებარე გზის საფარის აღდგენა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu