ონში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საახალწლო ილუმინაციები გადაეცა.
"ქალაქის შემოსასვლელში არსებული გადმოსახედი, დემეტრე II და დავით აღმაშენებლის მოედანი, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი, მოედნის, ვახტანგ VI და სააკაძის ქუჩაზე არსებული სკვერები სრულიად ახალი დიზაინით, საახალწლო განათებებით და დეკორაციებით დამშვენდა. ქალაქის ქუჩებში ილუმინაციები დამონტაჟდა. მომდევნო დღეებში საახალწლო განათებების მონტაჟი კვლავ გაგრძელდება და დავით აღმაშენებლის მოედანზე 27 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაგვირგვინდება,"-აცხადებენ ონის მერიაში.