ქუთაისის ბიუჯეტი გაიზარდა-რას მოხმარდება 10 მილიონ ლარზე მეტი?
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 213 500 ლარით გაიზარდა-შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილება დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა, რომელსაც ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძე ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით 10 000 000 ლარი გამოეყო.
აღნიშნული თანხით განახლდება მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი. მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქალაქი ეტაპობრივად შეიძენს 14 მიკროავტობუსსა და 34 ავტობუსს.
დღეს გამართულ სხდომაზე, ასევე, მამია ორახელაშვილის ქუჩას შეეცვალა სახელი და მას ეროვნული გმირის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის ავთანდილ დეკანოიძის სახელი მიენიჭა.





