რეკლამა

სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქვეყნის მოსახლეობის მესამედი - 1 202 600 ადამიანია - რეგისტრირებული

სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქვეყნის მოსახლეობის მესამედი - 1 202 600 ადამიანია - რეგისტრირებული

სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქვეყნის მოსახლეობის მესამედი - 1 202 600 ადამიანია - რეგისტრირებული. ეს მონაცემი, 2016 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალია. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაში რეგისტრაცია და შესაბამისი ქულის არსებობა ოჯახისათვის საარსებო შემწეობის მიღების წინაპირობაა. შესაბამისად, ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების უმრავლესობას სახელმწიფოსგან სწორედ შემწეობის მიღების საჭიროება აქვს. მიუხედავად ამისა, საარსებო შემწეობას ბაზაში რეგისტრირებულთა მხოლოდ 55.6 % იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამგვარი მხარდაჭერის მიღმა ათიათასობით ადამიანი რჩება.

სოციალურად დაუცველთა რეესტრში რეგისტრაციას სოციალური შემწეობის მიღების გარდა, შესაძლებელია სხვა მიზანიც ჰქონდეს. მაგალითად, ბავშვთა შვილად აყვანის, ან ბავშვთა მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახს კანონმდებლობით სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია და 120 000 ქულაზე მეტის ქონა მოეთხოვება.

2023 წლის ივნისის მდგომარეობით, მინდობით აღზრდის პროგრამაში 1429 ბავშვია ჩართული, ხოლო მშვილებლად რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა 2153-ს შეადგენს. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები ბაზაში რეგისტრირებულთა შორის სოციალური შემწეობის მსურველ პირთა წილს მნიშვნელოვნად არ ცვლის.

პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.


ტეგები:

Facebook - კომენტარები