TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის დასუფთავების სამსახურს უახლესი ტექნიკა გადაეცა
ქუთაისის დასუფთავების სამსახურს უახლესი ტექნიკა გადაეცა
ქუთაისის ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებს" უახლესი მოდელის ტექნიკა გადაეცა.
ექვსი “ Ivego”-ს მარკის 12 კუბიანი ნარჩენების შემკრები და ამავე მარკის სამი თვითმცლელი ავტომობილის საშუალებით აღნიშნული სამსახური უკეთ უზრუნველყოფს ქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას.
ასევე, ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებს" გადაეცა ერთი 22 მეტრიანი ამწე კალათა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისთვის გამოიყენება.
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების და მყარი ნარჩენების გატანის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისის თვითმმართველობა ა(ა)იპ „სპეციალურ სერვისებს“ წლის ბოლომდე, კიდევ 6 ერთეულ სპეცტექნიკას გადასცემს მათ შორის, თოვლის საწმენდ მანქანას.





