TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის სამ ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
ქუთაისის სამ ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
ქუთაისში სანიაღვრე სისტემების მოწყობა გრძელდება. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, ინფრასტრუქტურის სამსახურის წამომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
სანიაღვრე ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს ჩორგოლიანის, მესხის და ბელინსკის ქუჩებზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრეები ამ დრომდე არ არსებობდა. პროექტის მიხედვით, კეთდება რკინა-ბეტონის ღვარსადენები და ჭები, შემდეგ კი, მოხდება დაერთება მაგისტრალურ ქსელთან.
სამივე ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებისთვის 1 779 775 ლარია გამოყოფილი. წლის ბოლომდე დასრულდება ღვარსადენების რეაბილიტაცია მესხიშვილის და ჩხობაძის ქუჩებზეც. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

















