რეკლამა

"თითოეული ვანელის თანადგომით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ვითარდებოდეს და ღირსეული ადგილი ეჭიროს"-ვანის მერის მიმართვა

"თითოეული ვანელის თანადგომით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ვითარდებოდეს და ღირსეული ადგილი ეჭიროს"-ვანის მერის მიმართვა


ვანში დღეს ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავენ. მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას სახალხო დღესასწაულს ულოცავს.

 "ძვირფასო ვანელებო!

გილოცავთ უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს - ღვთისმშობლობას! გილოცავთ ჩვენს ტრადიციულ, სახალხო დღესასწაულს „ვანელობას“. განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. გისურვებთ მშვიდობიან, სიკეთით და წარმატებებით სავსე  ცხოვრებას.

დღევანდელი დღე გამორჩეული და საყვარელია ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მუნიციპალიტეტისთვის, თავისი შინაარსით, ტრადიციებით და მნიშვნელობით.  წლიდან წლამდე განსაკუთრებით ვემზადებით, რომ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს და სტუმრებს დაუვიწყარი, მრავალფეროვანი და სიყვარულით სავსე დღე ვაჩუქოთ. გვინდა, რომ ეს იყოს დღესასწაული, რომელშიც ასახული იქნება ჩვენი გამორჩეული ქალაქის ხასიათი, სითბო და სტუმართმოყვარეობა. 

თითოეული ვანელის თანადგომით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ვითარდებოდეს და ღირსეული ადგილი ეჭიროს კულტურული, ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.
 
გილოცავთ! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!,"-ნათქვამია ალექსანდრე გოგორიშვილის მიმართვაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები