TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ბაღდათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ბაღდათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების მტკიცებით, მათ პრობლემას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ მყოფი პირუტყვი წარმოადგენს, რომლებიც ნარგავებს აზიანებენ.

ცხოველთა მეპატრონეებს მიმართავს ბაღდათის დასუფთავების სამსახური.

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა უმეთვალყურეოდ დატოვებული ცხენები გადაადგილდებიან (30 ცხენი),
რომლებიც აზიანებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და ბაღების გამწვანებას. დასუფთავების სამსახურის  თანამშრომლების მიერ მოხდა მათი სოფელ დიმში, ყოფილი “სოფტექნიკის” ეზოში დაკავება. გთხოვთ, გამოიჩინეთ ყურადღება და ნუ გამოუშვებთ უმეთვალყურეოდ  თქვენს მსხვილფეხა პირუტყვს,"-აცხადებენ სამსახურში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu