TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონში სასწრაფოს ბრიგადამ მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

ზესტაფონში სასწრაფოს ბრიგადამ მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

ზესტაფონში სასწრაფოს ბრიგადამ მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება ლოზუნგით -„უგონო“ მიიღო.

გამოძახებაზე მისულ ექიმებს ადგილზე დახვდა იატაკზე მწოლი 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მოქალაქე ზეწოლებს უტარებდა (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალბატონი რეანიმატოლოგი იყო, რომელიც  ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო). 

პაციენტს საძილე არტერიაზე არ აღენიშნებოდა პულსი, ხოლო მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სასწრაფოს ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პაციენტის მართვა პროტოკოლის მიხედვით. რეანიმაციული ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების შედეგად აღდგა პაციენტის პულსი და სუნთქვა, რის შემდეგაც სასწრაფოს ბრიგადამ ფორსმაჟორით შეიყვანა ქ. ზესტაფონის ერთ-ერთ კლინიკაში.

ამ ეტაპზე მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს.

გვეამაყება:

ექიმი-მზია კასრელიშვილი

ექთანი- ხათუნა აბულაძე

მძღოლი-მირიან ჩაფიძე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu