დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა.
"მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის 16 დეკემბრიდან სრულდება. ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით სრულდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში ერთდროულად Wizz Air-ის ორმა ბაზირებულმა ხომალდმა დაიწყო ოპერირება,"-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.