TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » ჭიათურაში მაღაროელებს სასურსათო ვაუჩერებს დაურიგებენ
ჭიათურაში მაღაროელებს სასურსათო ვაუჩერებს დაურიგებენ
8 აპრილიდან, ჭიათურაში მაღაროელებისათვის სასურსათო ვაუჩერების დარიგება დაიწყება.
“ჭიათურაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 8 აპრილიდან იწყებს დასაქმებულებისათვის “სასაჩუქრე ვაუჩერი”-ს გაცემას. ვაუჩერი გაიცემა ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში 8 აპრილს, დილის 10 საათიდან,”-აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.
ცნობისთვის, მაღაროელებს უკვე დაერიცხათ ერთი თვის ხელფასი. აღდგომამდე კი კიდევ ერთი თვის ხელფასს მიიღებენ.





