"შვილი გავყიდე და აღებული ფულით ბავშვებს ტანსაცმელი და საჭმელი ვუყიდე"

"შვილი გავყიდე და აღებული ფულით ბავშვებს ტანსაცმელი და საჭმელი ვუყიდე"

ქუთაისელი ქალი შვილს ეძებს. 

ქალბატონი, სახელად თამარი ყვება, რომ ორი შვილის დედა სტუდენტი იყო და მესამე შვილს ელოდებოდა, როდესაც ქმარს გაშორდა. 

"დედა და ბებია წინააღმდეგები იყვნენ მესამე შვილი გამეჩინა, ბავშვს ვერ გაზრდი და ჩვენც ვერ დაგეხმარებითო. მოკლედ, დავყევი მათ სურვილს. ვიღაცეები მოძებნეს და  ქუთაისში ლეონიძის ქუჩაზე კერძო სახლში ვიმშობიარე 1994 წლის 11 იანვარს (ან ბიჭი იყო ან გოგო  არ მითხრეს). 4 კგ იყო ბავშვი. ბებიაქალმა მამშობიარᲐ. ბავშვი გავყიდეთ,  ასე გამოვიდა.ფული შუამდგომელმა ბალიშის ქვეშ ჩამიცურა. არ მახსოვს რამდენი იყო. ღმერთია მოწმე, იმ ფულით ბავშვებს ვუყიდე ტანსაცმელი და საჭმელი. გთხოვთ არ გამკიცხოთ, ვეძებ ჩემს შვილს,"-წერს დედა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები