3 ქარის სადგური, რომელიც 2025 წელს უნდა აშენდეს

3 ქარის სადგური, რომელიც 2025 წელს უნდა აშენდეს

საქართველოში 2025 წლის ბოლომდე 3 ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება- ამის შესახებ საუბარია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.

3 სადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 276 მგვტ იქნება, ხოლო წლიური გენერაცია 1089.8 გვტ.სთ-ს მიაღწევს.

ქარის სადგურები, რომლის აშენებაც წელს იგეგმება: 

რიკოთის ქარის ელ.სადგური (იმერეთი&შიდა ქართლი);
რუისის ქარის ელ.სადგური (შიდა ქართლი);
ნიგოზას ქარის ელ.სადგური (შიდა ქართლი).

ცნობისათვის, საქართველოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი - ქართლის ქარის ელექტროსადგური მოქმედებს. რაც შეეხება აღნიშნული წყაროს მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას, 2023 წელს ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ჯამში 86.033 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი 72.192 მლნ კვტ.სთ.

წყარო: BMG • ბიემჯი


ტეგები:

Facebook - კომენტარები