რეკლამა

რა ეტაპზეა ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია?

რა ეტაპზეა ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია?

 ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები.

ბაღდათი-აბასთუმნის მონაკვეთი მოიცავს ბაღდათს, ნერგეეთს, წყალთაშუას, წაბლარისხევს, საირმეს და  აბასთუმანს. 

მონაკვეთის სიგრძე 73,3 კმ-ა და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1 გვირაბისა და 8 ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაც. 

ბაღდათი-აბასთუმანის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების დონეს, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთით) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. 

პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. 

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ და მისი ბიუჯეტი 221 მლნ ლარია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები