TOPNEWS » მთავარი თემა » მდინარე რიონზე ბორანი მოეწყობა

მდინარე რიონზე ბორანი მოეწყობა

მდინარე რიონზე ბორანი მოეწყობა

სამტრედიაში, მდინარე რიონზე ბორანი მოეწყობა.

სამუშაოების  ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალი ბორანის მოწყობა, ბორანის სადგომის ნაპირების გამაგრება და კეთილმოწყობა, მოსაცდელი და მოსასვენებელი სივრცეების შექმნა, საკემპინგე და ტურისტული ზონის განვითარება. ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ეტაპი სექტემბერში დასრულდება.

პროექტის შემდეგ ეტაპზე კი დაგეგმილია: სამტრედიიდან ვანის მუნიციპალიტეტამდე ბორანის მარშრუტზე კაპიტალური გზის, ასევე მდინარის ორივე ნაპირზე ეკონომიკური აქტივობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობა, რიონის მარჯვენა სანაპიროზე გადმოსახედი ტერასის და ფოტოსესიებისთვის სპეციალურად განთავსებული ფოტოსტენდებისა და სივრცეების შექმნა, საპარკინგე და საკემპინგე ზონების მოწყობა.

სამუშაოები გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა (GIZ) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu