რეკლამა

ამბროლაურში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ამბროლაურში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ამბროლაურში, ღია ცის ქვეშ კონცერტით გაიხსნა. 

საღამო მასპინძელმა ანსამბლებმა გახსნეს, შემდეგ კი სცენაზე ერთმანეთს ქართველი და უცხოელი შემსრულებლები ენაცვლებოდნენ. 

სტუმრებმა ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებთან ერთად, საკუთარი ქვეყნის სიმღერებიც შეასრულეს.

"ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს და ფესტივალში მონაწილე თითოეულ შემსრულებელს. აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის კულტურული ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის ცნობადობის ამაღლებას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ,"-აცხადებენ რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები