რეკლამა

ვანდალიზმი ქუთაისში-ქალაქის ცენტრში ნახატი შავად გადაღებეს

ვანდალიზმი ქუთაისში-ქალაქის ცენტრში ნახატი შავად გადაღებეს

ვანდალიზმი ქუთაისში. ცენტრალურ ნაწილში, ე.წ. მონპლეზირის თაღთან, კედელზე არსებული ნახატი შავად გადაღებეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფაქტს აუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება და ვანდალიზმის ჩამდენი უნდა დაისაჯოს.

"ასე მგონია, ქუთაისელი არ იქნება ამის ჩამდენი, რადგან ქუთაისელი მსგავს ბოროტებას არ ჩაიდენდა. ზუსტადაც უნდა დაისაჯოს, სხვამაც იგივე რომ არ გაიმეოროს,"-აცხადებენ ადგილობრივები.

"ქუთაისში, მონპლეზირის" თაღთან, პოპულარული და ყველასთვის საყვარელი კედლის მხატვრობა დააზიანეს!  ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის დაზიანება არ არის ქალაქისთვის მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება. ვანდალური აქტის ჩამდენი აუცილებლად იქნება გამოვლენილი. გრაფიტს კი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია და მათ შორის ქუთაისშიც, მალე ისევ აღვადგენთ!,"-ნათქვამია ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები