TOPNEWS » მთავარი თემა » რამდენით გაიზარდა და რას მოხმარდება ქუთაისის ბიუჯეტი?

რამდენით გაიზარდა და რას მოხმარდება ქუთაისის ბიუჯეტი?

რამდენით გაიზარდა და რას მოხმარდება ქუთაისის ბიუჯეტი?

ქუთაისის ბიუჯეტი 44 485 200  ლარით გაიზარდა.

2026 წლის ბიუჯეტში ცვლილება ქალაქის საკრებულოს რიგით მე-4 სხდომაზე დაამტკიცეს. სხდომას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

“აღნიშნული ცვლილების მიღება შესაძლებელი გახდა ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნაშთიდან ქალაქისთვის გამოყოფილი თანხის - 33 535 500 ლარის გათვალისწინებით. თანხა გადანაწილებული იქნა  პრიორიტეტების მიხედვით: ინფრასტრუქტურის განვითარება  -23 270 800 ლარი,  დასუფთავება და გარემოს დაცვა- 5 550 400 ლარი, განათლება  - 1 919 000 ლარი, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 2 355 300 ლარი,  ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 300 000 ლარი, მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები- 140 000 ლარი.

ამავე დროს,  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან, ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი იქნა 10 879 600 ლარი, საიდანაც  გზებისა და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებაზე დაიხარჯება 507 700 ლარი, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე - 4 648 700 ლარი, საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობაზე - 1 681 100 ლარი, სკვერების რეაბილიტაციაზე - 2 796 000 ლარი, სპორტული მინი-მოედნების მშენებლობისთვის კი 85 700 ლარია განსაზღვრული,”-აცხადებენ ქალაქის მერიაში. 

განხორციელებული ცვლილების შედეგად ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტი 169 610 000 ლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu