სეისმოლოგ თეა გოდოლაძის ინფორმაციით, რაჭაში, მდინარის ჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
"ისეთი ბოროტებაა საბავშვო ბაღის ღვარცოფული მდინარის ჭალაში მშენებლობა, ვერ მოვითმინე, გზიდან დავბრუნდი და ონის მუნიციპალიტეტს მივაკითხე. სოფელი ღარი ონს ერწყმის, ერთი პატარა ხიდია საზღვარი მხოლოდ. ღარში სამშენებლო ნებართვა ონის მუნიციპალიტეტის გაცემულია. ონის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულია შოვის ყბადაღებული გრგ-ც. ონის მუნიციპალტიტეტში, საწყალი, უბრალო ხალხი მუშაობს. ლუკმა-პურის დაკარგვის რომ ეშინინით. რაჭა-ლეჩხუმში აღარაფერია და აღარავინაა, ნორმალური სამუშაო ადგილები და პირობები რომ შექმნას.
შევედი შენობაში და ვითხოვე ონის მერთან, სერგი ხიდეშელეთან შეხვედრა. მერს და მოადგილეებს თათბირი აქვთ და არ სცალიათო. კი ბატონო, საჯარო დაწესებულებაა და არაა საჭირო “დიდი ხალხის” შეწუხება. უბრალოდ, არქიტექტურის სამსახურის თანამშრონელმა ამიხსნას, რატომ გასცეს მშენებლობის ნებართვა მდინარის კალაპოტში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე-თქო. პატიოსნად მანახეს დასკვნა. მოვასწარით მე და ლაშამ წაკითხვა. ერთი წინადადება წერია, ღვარცოფულია და ნაპირი გაამაგრეთო. ნაპირი დაახლოებით 20 მეტრის სიგრძეზეა “რაცხანაირად” გამავრებულო. გადაჭრეს ბრობლემა “რიბაკმა” ბიჭებმა. რისი დამცავია ის, არაფრის! დავამთავრე თუ არა წაკითხვა, რიგითი თანამშრომლის ოთახში, თავად მერი და მისი ძალზედ ოდიოზური “დამრტყმელი, სპორტსმენი ბიჭი” მერის მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი შემოვიდნენ.
ვითომ არ იცოდნენ ვინ ვიყავი. საწყლად გაითამაშეს კომუნისტი ფუნქციონერების სცენა. თქვენ ვინ ხართ და რატომ ზიხართ ჩვენი თანამშრომლის მაგიდასთანო. ანგარიშს ვკითხულობდი, მივუგე. მოგვმართეთ ოფიციალურად და და ოფიციალურად გაგცემთ პასუხს, რატომ ავაშენეთ ჭალაში საბავშვო ბაღიო. მეო ნებართვის გამცემი ვარ, მშენებელი კი არაო. ეს ნებართვაც და დასკვნები საჯარო უნდა იყოს და ატვირთული ვებგვერდზე.
მივხვდი, რომ იქ კამათს აზრი არ ჰქონდა! ამათთვის მშენებლობა უდრის ფულს და ხალხი და მათი უსაფრთხოება მეასეხარიახოვანია. დასკვნა და კვლევა არ უნდა იმ ფაქტს, რომ საბავშვო ბაღი ჭალაში არ უნდა ააშენო. შოვი 2023 წელს მოხდა!,"-წერს თეა გოდოლაძე.