TOPNEWS » მთავარი თემა » ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

ხონში, ყოფილი სიძის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია. მას გადაუდებელი ოპერაცია რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდა.

არსებული ინფორმაციით, შუახნის ქალს ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

50 წლამდე ქალი ყოფილმა სიძემ სანადირო თოფით გუშინ დაჭრა. დაჭრილი ჯერ ხონის კლინიკაში შეიყვანეს, იქიდან კი, ქუთაისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu