რეკლამა

ქუთაისის მერიის კულტურის ააიპი ავსტრიაში მცხოვრებ ემიგრანტებთან ითანამშრომლებს

ქუთაისის მერიის კულტურის ააიპი ავსტრიაში მცხოვრებ ემიგრანტებთან ითანამშრომლებს

 ა(ა)იპ  „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და  ორგანიზაცია „ქართული სათვისტომო ავსტრიაში“  შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმი ორგანიზაციებს შორის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

"ქართული სათვისტომო ავსტრიაში“  2015 წელს, ვენაში დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის საკვირაო სკოლის ორგანიზება, საერთო საინფორმაციო ბაზის შექმნა და ავსტრიაში მცხოვრები ქართველების ინფორმირება. მათი მხარდაჭერა სოციალურ და იურიდიულ სფეროში, აგრეთვე ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამავდროულად, „ქართული სათვისტომო ავსტრიაში“ პერიოდულად ორგანიზებას უწევს ქართულ კულტურულ საღამოებს, კონცერტებს, საბავშვო ზეიმებს, საქველმოქმედო აქციებსა და ა.შ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები