TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში ახალი ტაძარი ეკურთხა

ჭიათურაში ახალი ტაძარი ეკურთხა

ჭიათურაში ახალი ტაძარი ეკურთხა

13 დეკემბერს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს,  ჭიათურაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი ეკურთხა.

ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

სადღესასწაულო წირვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე,  ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

წირვის შემდგომ, მეუფე დანიელმა  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის, შვიდი პიროვნება  საპატრიარქოს სიგელით დააჯილდოვა, მათ შორის ტაძრის არქიტექტორი მალხაზ გოგატიშვილი, ხოლო 50- ზე მეტ ადამიანს საეპარქიო მადლობის სიგელი გადაეცა.
ასევე დაჯილდოვდნენ ეპარქიის  სასულიერო პირები.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის საძირკველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ 2010 წელს აკურთხა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu