TOPNEWS » მთავარი თემა » “ჩვენი გუნდის მიზანია ვანის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური და სოციალური წინსვლის გაგრძელება”

“ჩვენი გუნდის მიზანია ვანის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური და სოციალური წინსვლის გაგრძელება”

“ჩვენი გუნდის მიზანია ვანის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური და სოციალური წინსვლის გაგრძელება”

ვანის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ აქტივთან შეხვედრა გაიმართა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ლევან ზალკანიანმა და რწმუნებულის მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა ვანში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი წარმადგინეს.

“შეხვედრაზე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად წარვადგინე  გოჩა ჭუბაბრია. მხარდამჭერებთან შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაგრძელდა, რომლის მთავარ მიზანს 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მომზადება და სამუშაო პროცესის დაგეგმვა წარმოადგენდა.

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დასახელება. ჩვენი გუნდის მიზანია ვანის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური და სოციალური წინსვლის გაგრძელება.

მადლობა ნდობისთვის! მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ვანს,”-ამბობს ალექსანდრე გოგორიშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu