TOPNEWS » მთავარი თემა » საკადრო ცვლილება ჭიათურის მერიაში

საკადრო ცვლილება ჭიათურის მერიაში

საკადრო ცვლილება ჭიათურის მერიაში

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ დამსწრეთ მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი წარუდგინა.

"მინდა წარმოგიდგინოთ დავით წერეთელი- გამოცდილი კადრი, რომელიც, დღეიდან მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის მოვალეობას შეასრულებს. მას აქვს გამოცდილება და პოტენციალი, რათა  წარმატებით  წაუძღვეს დაკისრებული მოვალეობას  და 
დარწმუნებული ვარ, ერთად არაერთ წარმატებას მივაღწევთ,"-აღნიშნა გივი მოდებაძემ.

"აღნიშნული თანამდებობა ჩემთვის ახალი გამოწვევა  და უდიდესი პასუხისმგებლობაა. მადლობა ნდობისთვის  გუნდს, რომელთან ერთადაც  უფრო  ბევრის მიღწევას შევძლებთ“, - განაცხადა დავით წერეთელმა.

დავით წერეთელს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.გარკვეული წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ასევე, მუშაობდა გარემოს დაცვის ინსპექციის სრული რეაგირების ჭიათურა-საჩხერის ჯგუფის ხელმძღვანელად, პერევისის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულად, ზედამხედველობის სამსახურის უფროს კოორდინატორად.

დღესვე, ქალაქის მერმა ახალი პროფესიული საჯარო მოხელეები წარადგინა და მათ წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu