TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულის სოფელ კურსებში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს

ტყიბულის სოფელ კურსებში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს

ტყიბულის სოფელ კურსებში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს

ტყიბულის სოფელ კურსებში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს. სპეციალისტებმა სრულად შეისწავლეს როგორც დამეწყრილი, ისე მიმდებარე ტერიტორიები. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამჯერად იმ დასკვნაზე მუშაობენ, რომლის მიხედვით ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებს.

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი 12 მარტს, გამთენიისას განვითარდა. მეწყერმა 60 ჰექტარი ფართობის ტერიტორია მოიცვა და 15 საცხოვრებელი სახლი დაანგრია. სოფლიდან 106 ადამიანის ევაკუაცია მოხდა და ისინი სასტუმროებში გადაიყვანეს. 

ამ დრომდე დაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რომელიც მეწყერმა დააზიანა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu