ხონის ცენტრალურ ბულვარში ახლახან განთავსებული ბავშვთა ატრაქციონების დააზიანეს
ხონის ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვანდალიზმის შემთხვევებზე ზომების გამკაცრებას გეგმავს. ვანდალიზმის ბოლო ფაქტი ხონის ცენტრალურ ბულვარში ახლახან განთავსებული ბავშვთა ატრაქციონების, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცის დააზიანებას უკავშირდება.
“მოგმართავთ თითოეულ ხონელს-დედას, მამას, შვილს, ბებიას, მასწავლებელს - გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, ვასწავლოთ და თუ საჭიროა, ყოველდღე, ნებისმიერ გარემოებაში, ყველა გაკვეთილზე, მოვუწოდოთ ბავშვებს, რომ ჩვენს ქალაქზე ზრუნვა თითოეული ხონელის ვალი და პასუხისმგებლობაა. რომ უნდა მოვუფრთხილდნენ იმას, რაც ყველასთვის შეიქმნა. განსაკუთრებით კი იმ სივრცეებს, სადაც ბავშვები, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები თავისუფალ დროს ატარებენ.
გახსოვდეთ, ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი, მოქალაქეების თანხებით. როცა ვაზიანებთ მას, რეალურად საკუთარ რესურსებს ვაზიანებთ.
მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, არ დავაზიანოთ, შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ!
ადგილობრივ ხელისუფლებაში განიხილება კონტროლის საკმაოდ მკაცრი მექანიზმების შემოღება.
იმედს ვიტოვებ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოვიჩენთ ყველანი ერთად, ამ მტკივნეულ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენს შვილებთან, მოსწავლეებთან, მეგობრის თუ მეზობლის შვილებთან,”-ამბობს ხონის მერიის პრესსამსახური ელისო ჯიქია.





